აპლიკაციის ფორმა

კრიტერიუმები: ინსტიტუტში საბუთების წარდგენა შეუძლია საქართველოში აკრედიტირებული ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს ან კურსდამთავრებულს, თუმცა საბუთების განხილვისას უპირატესობა მიენიჭება პოლიტიკური მეცნიერების, სამართლისა და ისტორიის ფაკულტეტების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

აპლიკანტს მოეთხოვება წარმოადგინოს: 1) შევსებული ელექტრონული აპლიკაცია (*იხილეთ ქვემოთ); 2) აპლიკანტის სრული CV (Curriculum Vitae); 3) უმაღლესი სასწავლებლის ნიშნების ფურცლის ასლი. კურსდამთავრებულის შემთხვევაში, ნიშნების ფურცლის ასლთან ერთად დიპლომის ასლი; 4) არაუმეტეს 1000 სიტყვიანი ანალიტიკური თხზულება, სადაც ავტორი დაასახელებს მისი აზრით საქართველოში დღეს არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან ერთ პოლიტიკურ, ერთ ეკონომიკურ და ერთ სოციალურ (სულ სამ) პრობლემას და მოკლედ აღწერს ამ თითოეული პრობლემის მისეული გადაწყვეტის გზას.

აუცილებელია ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი იყოს ქართულ ენაზე, PDF-ის ფორმატში, ელექტრონული აპლიკაციის საშუალებით, ქვემოთ. აპლიკაციის ღირებულებაა 10 ლარი, რომელიც აპლიკანტს, ინსტიტუტის მიმღები კომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად, არ დაუბრუნდება.

აპლიკაციების მიღება დაიწყება ამა წლის 1 ნოემბერს და დასრულდება ამა წლის 10 დეკემბერს. პირველ ტურში გამარჯვებული აპლიკანტები მეორე ტურში გაივლიან პირად სკაიპ-ინტერვიუს მიმღები კომისიის თავმჯდომარესთან, 1 თებერვლიდან 15 თებერვლამდე. სკაიპ-ინტერვიუების შემდეგ საბოლოოდ გამოვლინდება კონკურსის 50 გამარჯვებული.

წარმატებული აპლიკანტები ინსტიტუტის მიმღები კომიიის პირველი ტურის გადაწვეტილებებს შეიტყობენ 10 იანვრიდან 20 იანვრამდე და მეორე ტურის გადაწყვეტილებებს 1 მარტიდან 10 მარტამდე. მიმღები კომისია, როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში, დაუკავშირდება მხოლოდ გამარჯვებულ აპლიკანტებს.

გამარჯვებული აპლიკანტი ლექცია-სემინარის სრული კურსის დაწყებამდე არაუგვიანეს 60 კალენდარული დღით ადრე გაივლის რეგისტრაციას, აქვე, ინსტიტუტის ვებგვერდის რეგისტრაციის სექციაში. ლექცია-სემინარის სრული კურსის ღირებულებაა 100 ლარი.

იგივე